Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფორთოხლის სამარხვო ნამცხვარი ნელი თორდიას რეცეპტით / fortokhlis samarkhvo namckhvari neli tordias receptit
2018-04-07, 0:07 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 430 გრ
ზეთი - 100 მლ
წყალი - 100 მლ
ძმარი - 1 ჩ/კ
სოდა - 1 ჩ/კ
შაქარი - 200 გრ
დარიჩინი - 1/3 ჩ/კ
ქიშმიში - 150 გრ
ფორთოხალი - 1 ცალი

მომზადების წესი:
1. ფორთოხალი კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ და წვრილ სახეხზე კანის ყვითელი ნაწილი გახეხეთ.
2. ფორთოხლის რბილი ნაწილი კარგად გაწურეთ და წვენი ცალკე შეინახეთ.
3. ღრმა ჯამში ჩაასხით ზეთი, დააყარეთ შაქარი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ წყალი, ფორთოხლის ცედრა და წვენი და ისევ კარგად აურიეთ.
4. სოდა ძმარში გახსენით და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ.
5. ჯამში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და დარიჩინი და ცომი მოზილეთ.
6. გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში ცომში აურიეთ.
7. კექსის ფორმას წაუსვით ზეთი და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ. მოათავსეთ ცომი ფორმაში და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით ერთი საათი აცხვეთ.
8. ღუმელიდან გამოღებული ნამცხვარი გააგრილეთ და სუფრასთან მიტანის წინ თავზე შაქრის პუდრასთან შერეული დარიჩინი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სამარხვო კერძი, fortokhali, ფორთოხალი, fortoxali, samarxvo namcxvari, კულინარია kulinaria, samarxvo kerdzebi, samarkhvo kerdzi, სამარხვო ნამცხვარი, samarkhvo namckhvari ნანახია: 968 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]