Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამარხვო ნამცხვარი ვაშლისა და ბანანის გულსართით / samarkhvo namckhvari vashlisa da bananis gulsartit
2018-03-18, 6:01 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომი:
მარგარინი - 125 გ (ნახევარი შეკვრა)
ცივი წყალი - 0,5 ჭიქა
შაქარი - 1/3 ჭიქა
სოდა - 0,5 ჩ/კ + 1 ს/კ ლიმონის წვენი
ფქვილი - 2-3 ჭიქა

გულსართი:
ვაშლი - 4 ცალი
ბანანი - 2 ცალი
შაქარი
ვანილი
შაქრის პუდრა - მოსაყრელად

მომზადების წესი:
მარგარინი გავადნოთ, შევურიოთ ცივი წყალი და შაქარი, სანამ ერთგვაროვან მასად გადაიქცევა. დავუმატოთ სოდა ლიმონის წვენით და ფქვილი. უნდა მოვზილოთ ნაზი, ელასტიური ცომი. ვაშლი და ბანანი გავხეხოთ, გემოვნებით შევურიოთ შაქარი და ვანილი. ცომი დავყოთ 10 გუნდად, გავაბრტყელოთ, გულში ჩავუდოთ ხილის გულსართი, შევკრათ სასურველი ფორმით და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, სანამ ღია ოქროსფერს მიიღებს. მზა ნაცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: samarxvo namcxvari, მარგარინი, ბანანი, banani, vashli, ვაშლი, ვანილი, სამარხვო ნამცხვარი, samarkhvo namckhvari, margarini ნანახია: 1275 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]