მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ხილის საზაფხულო როლები / khilis sazafkhulo rolebi
2017-08-21, 8:08 AM |
შემადგენლობა:
4 ბრინჯის პატარა ფირფიტა
2 ვაშლი
3 გარგარი
1 ბანანი
800 მლ. ზეთი
100 გრ. არაჟანი
70 გრ. ჟოლოს ჯემი
მომზადების წესი:
ხილი კარგად გარეცხეთ. დაჭერით ყველაფერი პატარა ზომის კუბიკებად და აურიეთ ერთმანეთში.
სუფთა ჩაის ტილოზე დააფინეთ ბრინჯის ფირფიტა, წყლიანი ხელი გადაუსვით მთლიან ზედაპირზე, დაყარეთ 1 სუფრის კოვზი ხილი და გადაახვიეთ ტოლმის მსგავსად, ისე რომ ყოველი მხრიდან იყოს მჭიდროდ შეკრული.
ზეთი ჩაასხით ღრმა, საშუალო ზომის ქვაბში და კარგად გააცხელეთ. გაცხელებულ ზეთში ჩაყარეთ გადახვეული როლები და შებრაწეთ ოდნავ. არაჟანს გადაურიეთ ჟოლოს ჟემი (ან სხვა ჯემი, რომელიც გეგულებათ სახლში) და სოუსი მზადაა.
მიირთვით სოუსთან ერთად.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |