მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
დახვეწილი დესერტი - ჟელე თეთრი ღვინისა და ბანანისგან / dakhvetscili deserti - jele tetri ghvinisa da bananisgan
2016-09-06, 4:37 PM |
შემადგენლობა:
თეთრი ღვინო - 2 ჭიქა
ჟელატინი - 1 ს/კ
ბანანი - 2 ცალი
შაქარი - 1/2 ჭიქა
ლიმონის წვენი - 1-2 ს/კ
მომზადების წესი:
ქვაბში ჩაასხით ნახევარი ჭიქა ღვინო, დაუმატეთ შაქარი და ჟელატინი. გააჩერეთ.
შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ღვინო, აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ და ისე მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 1-2 წუთის განმავლობაში, სანამ შელატინი და შაქარი მთლიანად არ გადნება. გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.
დაჭერით ბანანი წრეებად და მოათავსეთ კექსის სილიკონის ფორმებში. ღვინიან ქვაბში დაუ მატეთ ლიმონის წვენი, აურიეთ და დაასხით ფორმებში მოთავსებულ ბანანს.
მოათავსეთ ფორმები მაცივარში 2 საათით. სუფრასთან მიტანამდე ჩადეთ ფორმები ძირით ცხელ წყალში რამდენიმე წუთით, შემდეგ გადმოაბრუნეთ თეფშზე, რათა ჟელე გადმოვარდეს ფორმიდან!
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |