Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის გულ-ღვიძლი ვაშლითა და სოიოს სოუსით / qatmis gul-ghvidzli vashlita da soios sousit
2017-09-14, 1:31 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
300 გრ. ქათმის გულ-ღვიძლი
50 გრ. სოიოს სოუსი
100 გრ. მწვანე მჟავე ვაშლი
2 გრ. ქინძი
2 გრ. ძირა
2 გრ. პილპილი
2 გრ. მარილი

მომზადების წესი:
ქათმის გულ-ღვიძლი გავრეცხოთ, გავასუფთაოთ ზედმეტი ძარღვებისგან, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, ისე რომ დაიფაროს და დავდგათ საშუალო ზომის ცეცხლზე, მოვხარშოთ და შემდეგ გადავწუროთ.
ტაფა გავახუროთ საშუალო ცეცხლზე და მოხარშული გულ-ღვიძლი დავყაროთ ტაფაზე, დავუმატოთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი ხახვი, მოვშუშოთ, შემდეგ დავუმატოთ სუნელები და სოიოს სოუსი. ბოლოს ნავისებურ ფორმებად დაჭრილი მჟავე ვაშლი. ვშუშოთ 5 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
კერძი სუფრასთან მივიტანოთ ცხელ მდგომარეობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: Chicken, ვაშლი, ქათამი, Apple, gul gvidzli, სოიოს სოუსი, გულ-ღვიძლი, gul-ghvidzli, vashli, soios sousi ნანახია: 1058 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]