Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამარხვო სოკოსა და ნიგოზის პაშტეტი ა-ლა ფუა-გრა - დახვეწილი დელიკატესი / samarkhvo sokosa da nigozis pashteti a-la fua-gra - dakhvetsili d
2017-08-25, 9:19 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქამა სოკო - 120 გ
ხახვი - 1 თავი
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
ნიორი - 2 კბილი
ნიგოზი - 140 გ
ოსპი - 1 ჭიქა
ლიმონის წვენი - 2 ს/კ
სოიოს სოუსი - 1 ს/კ
ქონდარი ან როზმარინი - მწიკვი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
შაქარი - 1 ჩ/კ

მომზადების წესი:
გარეცხეთ ოსპი, დაასხით წყალი და მოხარშეთ.
დაჭერით წმინდად ნიორი და ხახვი, სოკო გარეცხეთ და დამდუღრეთ.
მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში ჯერ ხახვი და ნიორი, შემდეგ დაუმატეთ სოკო და ხრაკეთ კიდევ 5-8 წუთი.
მეორე ტაფაზე (მშრალზე) მოხალეთ ნიგოზი.
სოიოს სოუსს შეურიეთ შაქარი, ლიმონის წვენი, პილპილი.
მოხარშულ ოსპს დაუმატეთ ნიგოზი, მოხარკული სოკო ხახვითა და ნივრით, არომატული ბალახები (სურვილისამებრ), შეზავებული სოიოს სოუსი და ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მზა პაშტეტი შეინახეთ მაცივარში 4 დღის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სამარხვო პაშტეტი, ქამა სოკო, სოკოს პაშტეტი, პაშტეტი, სოიოს სოუსი, pashteti, samarxvo pashteti, soios sousi, sokos pashteti, qama soko ნანახია: 1139 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]