მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქათმის ფანტასტიური პიცა / qatmis fantastiuri pica
2017-08-23, 7:47 PM |
შემადგენლობა:
ყველი მოცარელა - 200 გ
მოხარშული ქათმის ხორცი - 150-200 გ
პამიდვრის სოუსი
პიცის ცომი
ისპანახის ქორფა ფოთლები - 1 მუჭა
სოკო პორტობელო ან ქამა - 4-6 ცალი
მომზადების წესი:
გააბრტყელეთ ცომი და გადაიტანეთ საცხობ ფურცელზე. წაუსვით პამიდვრის სოუსი. მოაყარეთ ბლომად ყველი. დაალაგეთ დაჭრილი ქათმის ხორცი, ისპანახის ფოთლები, დაჭრილი სოკო. ზემოდან ცოტა ყველი კიდევ მოაყარეთ.
შედგით მაქსიმუმზე გახურებულ ღუმელში, 10-15 წუთი, სანამ ყველი დადნება და ცომი მოიბრაწება.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |