Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი ქათმის ფილე ბოსტნეულით მეორენაირად / gemrieli qatmis file bostneulit meorenairad
2018-03-17, 3:36 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
700 გრ. ქათმის ფილე
400 გრ. სიმინდის ფანტელი
250 მლ. ზეითუნის ზეთი
4 კვერცხი
3 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი
100 გრ. ჩერი პომიდორი
1 წითელი ბულგარული წიწაკა
1 მწვანე ბულგარული წიწაკა
1 ჩაის კოვზი დარიჩინი
2 ჩაის კოვზი მარილი
50 გრ. მოხალული თხილი
25 გრ. ოხრახუში

მომზადების წესი:
შუაზე გავჭრათ ქათმის ფილე და დავბეგვოთ გათხელებამდე. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, მდოგვთან და დარიჩინთან ერთად.
სიმინდის ფანტელები დავფშვნათ წვრილად.
ქათმის ფილე ამოვავლოთ კვერცხის მასაში და შემდეგ სიმინდის ფანტელის საფანელში.
მოვათავსოთ ზეთიან ტაფაზე და შევწვავთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ფილე ორივე მხრიდან თანაბრად არ შეწითლდება.
გარეცხილი ბოსტნეული დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. ერთმანეთში ავურიოთ 1 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი და 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოვასხათ ბოსტნეულს და ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი მოხალული თხილი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: qatmis file, okhrakhushi oxraxushi, pamidori, bostneuli, qatmis khorci, kvercxi kverckhi, pomidori, qatmis xorci, darichini, simindis fanteli ნანახია: 820 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]