Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თევზი ძეხვითა და ბოსტნეულით - ორიგინალური და გემრიელი კერძი / tevzi dzekhvita da bostneulit - originaluri da gemrieli kerdzi
2018-04-18, 9:43 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა: (4 ცალზე)
მშრალი ღვინო - 1 ჭ;
სტაფილო - 2;
კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი - 3;
ნიახური - 2 ძირი;
კარტოფილი - 2-3;
ნებისმიერი თევზის ფილე - 250 გ;
შებოლილი ძეხვი - 150 გ;
მარილი და წიწაკა;
ზეთი შესაწვავად.

მომზადების წესი:
ნიახური გარეცხეთ და მსხვილად დაჭერით. პარალელურად კარტოფილი თხელ, მრგვალ ნაჭრებად დაჭერით და ზეთში შეწვით. კარტოფილს ბოლოს მოაყარეთ მარილი. შემწვარი კარტოფილი ქვაბში მოათავსეთ, დააყარეთ წვრილად დაჭრილი ძეხვი, ნიახური და გახეხილი სტაფილო. ქვაბში მოთავსებულ ინგრედიენტებს ცოტაოდენი მარილი მოაყარეთ, დაასხით დაჭყლეტილი პომიდორი და ცეცხლზე დადგით. შუშეთ სანამ სტაფილო არ დარბილდება.
მასა საცხობ ფორმაში გადაიტანეთ (შეგვიძლია ამავე ქვაბით შევდგათ ღუმელში), მოასხით ღვინო, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ბოსტნეულს ზემოდან 3X3 სმ-ის თევზის ფილეს ნაჭრები მოაწყვეთ, მოაყარეთ წიწაკა და მარილი. კერძი შედგით ღუმელში 20 წუთით. ამ კერძის მოსამზადებლად შეგიძლიათ როგორც თეთრი, ასევე წითელი ღვინო გამოიყენოთ, მთავარია ის მშრალი არ იყოს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: kartofili, Tevzi, stafilo, shebolili dzexvi, bostneuli, pomidori, tevzis file, tevzeuli, pamidori, shebolili dzekhvi ნანახია: 844 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]