Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბოსტნეულის ვრეფები ლავაშში / bostneulis vrefebi lavashshi
2018-04-19, 5:49 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
5 ცალი საშუალო ზომის ვრეფისთვის დაგვჭირდება
1 ცალი სომხური ლავაში ან 5 ცალი ტორტილას ფირფიტა
2 ცალი კიტრი
1 ცალი წითელი პაპრიკა (ბულგარული წიწაკა)
1 ცალი პომიდორი
2 ცალი სტაფილო
სალათის ფოთლები (5 დიდი ან 10 პატარა ფოთოლი)
200 გრ არაჟანი / ხაჭოს მუსი ან მაიონეზი (უკიდურეს შემთხვევაში)
მარილი გემოვნებით,
1/3 ჩ/კ შავი პილპილი,
ნახევარი კოვზი დაფქული ჯანჯაფილი,
ნახევარი კოვზი ხმელი ბაზილიკი

მომზადების წესი:
მომზადება მართლა ძალიან მარტივია.
(1) გათალეთ კიტრი, გაასუფთავეთ სტაფილო და ბულგარული წიწაკა და ყველაფერი დაჭერით ჭვრილ, გრძელ ჩხირებად.
(2) პომიდორს დაჭრისას გამოაცალეთ რბილი გულები და მხოლოდ ხორციანი ნაწილი დაჭერით, ასევე გრძელ ნაჭრებად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
(3) გარეცხილი სალათის ფოთლები გააშრეთ ან კარგად გაფერთხეთ, რომ წყალი არ შერჩეს
(4) არაჟანს დაუმატეთ მარილი და სუნელები და კარგად აურიეთ. არაჟნის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაჭოს მუსი (მაგ. Danone 0% გათქვეფილი ხაჭო), რომელიც არაჟნის კონსისტენციისაა, მაგრამ თითქმის უკალორიო. თუ დიეტურ პროდუქტებს ეტანებით, თქვენთვის ზედგამოჭრილია. თუ კალორიები არ გადარდებთ, მდნარი ყველი გადაუსვით. მაიონეზი გამოიყენეთ უკიდურეს შემთხვევაში, ასეთ ჯანსაღ ვრაფს მაიონეზით ნუ გააფუჭებთ.
(5) სომხური ლავაში დაჭერით იმ ზომის გრძელ ნაჭრებად, რა ზომისაც გინდათ, რომ იყოს თქვენი მზა ვრეფი.
(6) ლავაშის ნაჭერი გააფინეთ ხის დაფაზე და ზედ კოვზით, თხლად გადაუსვით არაჟნის სოუსი. პურის ნაჭრის ერთი ბოლოსკენ დააწყვეთ ყველანაირი ბოსტნეული ფენაფენად, წკირებად, ისე, რომ ჩაკბეჩისას, ნებისმიერ ადგილას შეხვდეს ადამიანს ყველანაირი ბოსტნეულის გემო.

რჩევა: ბოსტნეულის წკირები და სალათის ფურცლების კულულების მცირე ნაწილი ლავაშს გარეთ დატოვეთ, ისე, რომ ვრეფიდან თავები ბოსტნეულმა გამოყოს, ლამაზად.
ვრეფი მჭიდროდ გადაახვიეთ და დაუყოვნებლივ თუ არ შემოგეჭმებათ, მაცივარში შეინახეთ.
უხდება ცივი სასმელი, განსაკუთრებით კოკა-კოლა.

გემრიელად მიირთვით ♡

შენიშვნა: დიეტის დროს მიირთვით Diet Cola / Coca Cola ZERO


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: pomidori, kitri, Koka Kola, ბოსტნეული, ლავაში, salatis fotlebi, bostneuli, Coca Cola, stafilo, bulgaruli wiwaka ნანახია: 690 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]