Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ვიეტნამური ქათმის სალათა / vietnamuri qatmis salata
2017-11-20, 8:40 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
შაქარი - 1/2 ჩ.კ
ზეითუნის ზეთი - 5 ს.კ
ლიმონის წვენი - 3 ს.კ
წითელი ხახვი - 1
წითელი მწარე წიწაკა - 1
ქინძი - 1 კონა
მოხარშული ქათმის ხორცი - 400 გ
სტაფილო - 2
კომბოსტო - 1 პატარა თავი
მარილი და პილპილი
ჯანჯაფილი, ნედლი - 2-3 სმ
მოხალული არაქისი - 3 ს.კ
პიტნა - 3-4 ტოტი

მომზადების წესი:
ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, სტაფილო წვრილ, გრძელ ჩხირებად.

ქათმის ხორცი დაჭერით ან ხელით დაჩეჩეთ. კომბოსტო თხლად დაჭერით, წვრილად დაჭერით პიტნა და ქინძი და წითელი მწარე წიწაკაც (ან გამოიყენეთ დაფქული წიწაკა). ჯანჯაფილი ჯერ ძალიან თხელ ფენებად, შემდეგ კი ჩხირებივით დაჭერით. ყველაფერი ერთად მოვათავსოთ სასალათეში.

სოუსის ინგრედიენტები - ზეთი, ლიმონის წვენი, შაქარი, მარილი, პილპილი ერთმანეთს შეურიეთ და მოასხით სალათს, კარგად ამოურიეთ, თავზე დააყარეთ მოხალული არაქისი და მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: janjafili, ბოსტნეული, qatami, სტაფილო, ქათამი, kombosto, ჯანჯაფილი, stafilo, bostneuli, კომბოსტო ნანახია: 1278 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]