Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სალათა მაკარონითა და ბოსტნეულით / salata makaronita da bostneulit
2017-08-24, 2:43 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მაკარონი - 200 გ
ბროკოლი - 1 პატარა თავი
ყაბაყი - 1/2 ცალი
ნიორი - 1-2 კბილი
ყველი ფეტა - 100 გ
პომიდვრის ჩირი - 8 ცალი
ნედლი ბაზილიკი - რამდენიმე ღერი
ლიმონი - 1/2 ცალი
ზეითუნის ზეთი - 4 ს/კ
თხილი ქეშიუ - 1 მუჭა
მარილი
შავი პილპილი

მომზადების წესი:
ბროკოლი დაანაწილეთ პატარა ყვავილედებად და გაშალეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე.
დაუმატეთ პრესში გატარებული ნიორი, მოასხით ზეითუნის ზეთი (2 ს/კ), მოაყარეთ მარილი და პილპილი და აურიეთ.
შეწვით ბროკოლი წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.
ამასობაში მოხარშეთ მაკარონი მარილწყალში შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად, შემდეგ გადაწურეთ.
დაჭერით პომმიდვრის ჩირი და ყაბაყი პატარა კუბიკებად.
მოათავსეთ სასალათეში პომიდორი, ყაბაყი, შემწვარი ბროკოლი და მაკარონი, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ფეტა, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი და დარჩენილი ზეითუნის ზეთი, აურიეთ.
სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ ბაზილიკის ფოთლები და თხილი ქეშიუ.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სალათი, ბოსტნეული, სალათა, brokoli, მაკარონი, salata, bostneuli, ბროკოლი, makaroni, salati ნანახია: 1057 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]