Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თევზი კარტოფილის კლიარში / tevzi kartofilis kliarshi
2017-08-24, 1:31 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
პილპილი
მარილი
ლიმონის წვენი - 1 ს.კ
საფანელი - 2 ს.კ
კარტოფილი - 1
კვერცხი - 1-2
თევზის ფილე - 5 ნაჭერი
ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:
კვერცხი ავთქვიფოთ. დავუმატოთ ცოტა მარილი და მსხვილ სახეხზე გახეხილი უმი კარტოფილი. თევზის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავასხათ ლიმონის წვენი და 15 წუთი დავდგათ.



თევზის ნაჭრები ამოვავლოთ კვერცხისა და კარტოფილისგან მომზადებულ კლიარში.



შემდეგ ამოვავლოთ საფანელში.



ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ზედ დავაწყოთ თევზის ნაჭრები. თევზი მაღალ ცეცხლზე შევწვათ.



როდესაც თევზის ნაჭრები გაოქროსფერდება, გადავიტანოთ საწურზე, რომ ცხიმი დაიწრიტოს.

ამ კერძის მოსამზადებლად საუკეთესოა თეთრი თევზის ფილე. მაგალითად, პანგასიუსი, ვირთევზა, ხეკი და სხვა. გარნირად შეგვიძლია ბოსტნეულის სალათა მოვამზადოთ.



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tevzis file, კარტოფილი, თევზი, Tevzi, თევზის ფილე, tevzeuli, კლიარი, kartofili, თევზეული, kliari ნანახია: 1095 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]