Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თევზის ფილე ციტრუსებისა და ჯავზის სოუსით / tevzis file citrusebisa da javzis sousit
2014-03-15, 6:12 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
თეთრი თევზის ფილე – 900 გრ.
ფორთოხალი – 2 ცალი.
ლაიმი – 1 ცალი.
გრეიფრუტი – 1 ცალი.
ლიმონის ცედრა – 1 სუფრის კოვზი.
ხახვი (წითელი) – 50 გრ.
კამა – 10 გრ.
ოხრახუში – 10 გრ.
ჯავზი – 1 ჩაის კოვზი. (წვრილ სახეხზე გახეხილი)
ზეითუნის ზეთი – 75 მლ.
ნაღების კარაქი – 10 გრ.
შაქარი – 1 ჩაის კოვზი.
მარილი – 1 ჩაის კოვზი.
თევზის სანელებლები – 2 ჩაის კოვზი.
თეთრი მშრალი ღვინო – 100 მლ.
ფოლგის ქაღალდი – საჭიროებისამებრ

მომზადების წესი:
 

 


1. თევზის ფილე გარეცხეთ და გააშრეთ.

2. ფორთოხალი დაჭერით სიგრრძეზე.

 

 

 

 


3. ფორმას წაუსვით კარაქი, დაალაგეთ თევზის ფილე და ფორთოხლის ნაჭრები, მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი, თევზის სანელებლები დაასხით ღვინო.

4. ფორმას გადააფარეთ ფოლგა და შედგით ღუმელში 200 С -მდე გახურებულ ტემპერატურაზე 15 – 20 წუთის მანძილზე.

 

 

 

 

 


5. ფორთოხალს, ლიმონს და ლაიმს გავაცალოთ ცედრა.

6. ლაიმს, ფორთოხალს და გრეიფრუტს გამოაცალეთ რბილობი და დაჭერით.

7. ხახვი გაასუფტავეთ და დაჭერით წვრილ კუბიკებად.

 

 

 

 

 


8. ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები მოათავსეთ ჯამში.

9. კამა და ოხრახუში გარეცხეთ და წვრილად დაკეპეთ.

10. ჯამში მოთავსებულ პროდუქტს დაუმატეთ, ლიმონის, ლაიმის და ფორთოხლის ცედრა, წვრილ სახეხზე დახეხილი ჯავზი, მარილი, შაქარი, თევზის სანელებლები, ზეითუნის ზეთი და ციტრუსების წვენი. ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ.

 

 

 

 

 


11. გამზადებული თევზი გადმოიღეთ თეფშზე, ზემოდან მოასხით ციტრუსებისა და ჯავზის სოუსი და გემრიელად მიირთვით!

 

 

 

 

 

 

 

 

 



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: greifruti, tevzebi, receptebi, tevzeuli, Tevzi, თევზის ფილე, გრეიფრუტი, kulinaria, mzareuli, tevzis file ნანახია: 4068 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 gurami kapanadze  
0 Spam
o, dges vapireb me amis momzadebas, saertod tevzi da tevzeuli miyva da ar vici rogoria, imedia rogor kargadac gamoikureba isetive gemrielic iqneba! :)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]