მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ხრაშუნა ბრუსკეტა ქამა სოკოთი და ყველით / khrashuna brusketa qama sokoti da kvelit
2017-08-23, 8:14 PM |
შემადგენლობა:
პურის ნაჭერი - 8 ცალი
ნიორი 2-3 კბილი
ქამა სოკო - 250 გ
ქორფა სალათის ფოთლები, სასურველია რუკოლა - 1 კონა
პარმეზანი მოსაყრელად
ზეითუნის ზეთი - გემოვნებით
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
შეწვით პური გრილზე. გახეხეთ ნიორი, მოაყარეთ გახუხულ პურს და მოასხით ზეითუნის ზეთი.
ქამა სოკო გაასუფთავეთ და დაჭერით. მოხრაკეთ ზეთში, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
გახეხეთ პარმეზანი. რუკოლას ფოთლები გარეცხეთ და გააშრეთ.
გახუხულ პურებზე გაანაწილეთ დაჭრილი რუკოლა და მოხრაკული სოკო. მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი. მოასხით ზეითუნის ზეთი.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |