Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სტეიკის სალათი სოკოს სოუსით / steikis salati sokos sousit
2017-12-27, 0:34 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 საქონლის მჭლე ნაჭერი
100 გრ. სალათის ფოთლების მიქსი
300 გრ. ქამა სოკო
150 მლ. ზეთი
100 მლ. თეთრი მშრალი ღვინო
80 მლ. ნაღები
80 გრ. კიტრი
1 გრეიფრუტი
30 გრ. მოხალული თხილი
30 გრ. ჩერი პომიდორი
40 გრ. რქაწითელში დავარგებული ყველი

მომზადების წესი:
სალათის ფოთლები და ბოსტნეული კარგად გარეცხეთ. დაჭერით სოკო თხელ ნაჭრებად და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ღვინო, 2 წუთის შემდეგ ნაღები, პერიოდულად ურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ყველის ნახევარი, გახეხილი. ცეცხლიდან გადმოდგით და დააბლენდერეთ. პარალელურად დაამარილეთ სტეიკის ნაჭრები და შეწვით ორივე მხრდან მაღალ ცეცხლზე 2-2 წუთის მანძილზე. დააფინეთ ჭურჭელზე ქაღალდის ხელსახოცი და დაასვენეთ შემჭვარი ხორცი. დაჭერით სტეიკი ძალიან თხელ ნაჭრებად.
ავაწყოთ სალათი: დაჭერით ან დაანაკუწეთ სალათის ფოთლები. მოათავსეთ ღრმა ჯამში, დაუმატეთ მიღებული სოუსი და კარგად ამოურიეთ. მოათავსეთ თეფშზე, დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, მოაწურეთ გრეიფრუტის წვენი, კიტრი დაჭერით წვრილად და გადაურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. მოათავსეთ თეფშზე თხლად დაჭრილი ხორცის ნაჭრები. ბოლოს მოახეხეთ ყველი და გააფორმეთ მიკრო მწვანილით.
გემრიელად მიირთვით!

რეცეპტის წყარო — GastroGuide.Borjomi.Com


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: სალათი, ქამა სოკო, სალათა, გრეიფრუტი, სტეიკი, greifruti, salata, steiki, salati, qama soko ნანახია: 1095 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]