Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სოკოს ნაზი კრემ-სუფი ბავშვებისთვის / sokos nazi krem-sufi bavshvebistvis
2017-11-21, 10:26 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქამა სოკო - 500 გ
ნაღები 20% - 300 მლ
კარაქი - 2 ს/კ
ფქვილი - 3 ს/კ
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
ნედლი ქონდარი - 1 ღერი
ნიორი - 1 კბილი
მარილი - გემოვნებით
შავი პილპილი - ახალდაფქული, გემოვნებით

მომზადების წესი:
სოკო გარეცხეთ გამდინარე წყალში. გააცალკევეთ ქუდები ფეხებისგან. ფეხები დაჭერით მსხვილად, ხოლო ქუდები - თხელ ფირფიტებად.
ჩაყარეთ სოკოს ფეხები ქვაბში, დაასხით 1 ლ ცივი წყალი, დაუმატეთ ქონდრის ღერი და ნიორი და დადგით ცეცხლზე.
ხარშეთ ადუღებიდან 30 წუთი.
ცალკე ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთის 1/3-დი. დაყარეთ ზედ სოკოს დაჭრილი ქუდები, დაუმატეთ მარილი და პილპილი და თუშეთ 5 წუთი. ამ დროის განმავლობაში სოკო წვენს გამოიღებს. გადაწურეთ წვენი ქვაბში, სადაც იხარსება სოკოს ფეხები. ტაფაში დარჩენილ ქუდებს დაუმატეთ დარჩენილი ზეითუნის ზეთი და გააგრძელეთ თუშვა კიდევ 10 წუთის განმავლობაში.
შემწვარი სოკო გადაიტანეთ ქვაბში, ხარშვის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე. ამოიღეთ ქვაბიდან ქონდრის ღერი და ნიორი. გადმოასხით დაახლოებით 1 ჭიქა ბულიონი ცალკე ჭიქაში. დაგჭირდებათ.
ცალკე ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და თუშეთ 3-4 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. თან სწრაფად ურიეთ.
შემდეგ დაუმატეთ ფქვილის მასას წვრილი ნაკადით სოკოს ცალკე შენახული ბულიონი. ურიეთ ხელის ზამბარით, რათა ფქვილი კარგად გაიხსნას და არ შეკორკოშელავდეს. თუშეთ 7-10 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებთ სქელ, ბეშამელის მსგავს სოუსს. თუ ძალიან გაგისქელდათ, დაუმატეთ ბულიონი.
ფქვილი მასა გადაიტანეთ ქვაბში, ძირითად მასასთან და ათქვიფეთ ხელის ბლენდერით. წამოადუღეთ და ხარშეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ნაღები, გაუსინჯეთ გემო, თუ აკლია დაუმატეთ მარილი და პილპილი, გამორთეთ ადუღებამდე.
სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: supi, ქამა სოკო, krem-supi, supebi, krem-sufebi, sufebi, krem-supebi, krem-sufi, qama soko, sufi ნანახია: 1067 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]