მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
გოგრის არომატული კრემ-სუპი / gogris aromatuli krem-supi
2017-11-21, 10:23 AM |
შემადგენლობა:
გოგრა - 500-600 გ
გოგრის რბილობი - 1,5 ჭიქა
ხახვი - 1 თავი
რბილი ყველი - 100 გ
ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი - 1 ჭიქა
გოგრის თესლი, მოხალული - 1 ს/კ
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
არაჟანი ან ნაღები - 50 მლ
სასურველი მწვანილი
მარილი და პილპილი
მუსკატის კაკალი (ჯავზი)
მომზადების წესი:
გოგრას მოვაჭრათ ზედა ნახევარი, ფრთხილად ამოვაცალოთ თესლი და 80-100 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ.
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ დაჭრილი გოგრის რბილობი და 2-3 წუთი ვშუშოთ. დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს და მოვხარშოთ. შევურიოთ ყველი და სანელებლები. მასა ბლენდერში ავთქვიფოთ და გამომცხვარ გოგრაში ჩავასხათ. წვნიანს უნდა ჰქონდეს კრემისებური კონსისტენცია. ზემოდან მოვასხათ ნაღები ან არაჟანი, მოვაყაროთ მოხალული გოგრის თესლი და მოვრთოთ მწვანილით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |