მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქათამი სატაცურითა და გოგრის პიურეთი / qatami satacurita da gogris piureti
2017-10-04, 5:28 PM |
შემადგენლობა:
250 გრ. ქათმის ფილე
100 გრ. ფსტა
120 მლ. ზეითუნის ზეთი
1 ლიმონი
300 გრ. გოგრა
300 გრ. სატაცური
3 კბილი ნიორი
დიჟონის მდოგვი
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
მოამზადეთ მარინადი: მოათავსეთ ჯამში ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. ჩადეთ ქათმის ფილე და შეინახეთ მაცივარსი 1-2 საათი. შეწვით ზეთიან ტაფაზე და ცხელივე ამოავლეთ მოხალული ფსტის ფანტელებში.
მოხარშეთ გოგრა და გააკეთეთ პიურე. დაუმატეთ ლიმონის წვენი, მდოგვი, მარილი და პილპილი. შეწვით სატაცური.
მოათავსეთ თეფშზე ქათმის ფილე, გოგრის პიურე და სატაცური. გემრიელად მიირთვით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |