Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კვახის სუპი ჯანჯაფილით / kvakhis supi janjafilit
2018-04-11, 9:36 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვახი, ანუ გოგრა – 1 კგ
სტაფილო – 3 ც
ხახვი – 1 საშუალო
ნიორი – 2 კბილი
ზეთი – 2 კოვზი
ჯანჯაფილის ფესვი – ერთი ნატეხი/ნაჭერი
მარილი, შავი პილპილი, დანის წვერით დარიჩინი

მომზადების წესი:
დათალეთ კვახი და დაჭერით წვრილად. უმჯობესია იყიდოთ მსხლის ფორმის, თხელკანიანი კვახი. ტკბილია და მალე იხარშება. თუმცა სხვა კვახითაც გამოვა, უბრალოდ ამ პროცესში თუ რამე შედარებით რთულია, ეს კვახის გათლაა და მე იოლ გზას ვამჯობინებ. სქელკანიანის შემთხვევაში შეიძლება ჯერ მოხარშვა და შემდეგ გულის გამოცლა უფრო იოლი გზა იყოს. თუმცა დროში გაიწელება, ხარშვის დრო უნდა დაამატოთ.
მოკლედ, ასე თუ ისე, თქვენს ხელთაა კვახი, რომელსაც დაჭრილ სტაფილოსთან, ჯანჯაფილის ფესვთან, ხახვთან და ნიორთან ერთად ჩაშუშავთ 5-7 წუთით. ზეთი ცოტა უნდა. ნუ დაამძიმებთ.
მოშუშული ბოსტნეული ოდნავ გააგრილეთ და გადაიტანეთ ჭიქა-ბლენდერში. თუ ხელის ბლენდერი გაქვთ, სცადეთ. გარანტიას ვერ მოგცემთ რომ იგივე გამოვა. ჭიქა-ბლენდერში მაქსიმალური სიჩქარეა საჭირო, რომ კრემოვანი მასა მიიღოთ.
დაბლნდერდა? ახლა ეს ყველაფერი უკან ქვაბში.წამოადუღეთ, დაამატეთ მარილი და შავი პილპილი და ვუალა. მზადაა.
თუ გინდათ, თეფშში დაამატეთ 1-2 კოვზი ნაღები (18 ან 35%), ჩემთვის უნაღებო ვერსიაც გადასარევია.

გემრიელად მიირთვით!

პ.ს. მომიტევეთ, ისეთი გემრიელი გამოვიდა, დიზაინის გაწყობისთვის ნებისყოფა არ მეყო


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კვახი, gogra, დარიჩინი, janjafili, სუფი, kvakhi kvaxi, darichini, ჯანჯაფილი, სუპი, გოგრა ნანახია: 978 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]