Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყველის სუპი ქათმით / kvelis supi qatmit
2017-08-19, 11:25 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ცალი ქათმის ფილე
1 ცალი სტაფილო
5 ცალი კარტოფილი
100 გრამი მდნარი ყველი (ნაჭრები)
2 ლიტრი წყალი
3 ს/კ ზეითუნის ზეთი
ცოტაოდენი დაფნის ფოთოლი
მარილი, პილპილი, მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. სტაფილო და კარტოფილი საშუალო ზომის კუბიკებად დაჭერით. ზუსტად ასეთივე ზომის ნაჭრებად დაჭერით ქათმის ფილე. ეს უკანასკნელი ზეითუნის ზეთში 7 წუთის განმავლობაში ამზადეთ.
2. ქვაბში წყალი ჩაასხით და აადუღეთ. მდუღარე წყალში ჩაყარეთ კარტოფილი და სტაფილო. ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ შემწვარი ფილე. კვლავ 10 წუთი ხარშეთ. მოაყარეთ მარილი და სანელებლები.
3. როგორც კი სუპი მზად იქნება, ქვაბში მდნარი ყველი ჩაყარეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. საბოლოოდ კი, სუპს დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: ქათამი, yvelis sufi qatmit, სუპი, სუფებიი, ქათმის ხორცი, სუპები, ყველი, სუფი, ყველის სუპი, yvelis supi qatmis ნანახია: 1092 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]