მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
უგემრიელესი ტომატის სუპი იტალიურად / ugemrielesi tomatis supi italiurad
2017-08-23, 7:51 PM |
შემადგენლობა:
პამიდორი საკუთარ წვენში - 800 გ
ბულიონი - 400 გ
ტკბილი წიწაკა, წითელი - 2 ცალი
ხახვი - 2 თავი
ნიორი - 2 თავი
მარილი და პილპილი
ხმელი ქონდარი
ზეითუნის ზეთი
რეჰანი
პურის ნაჭერი
ყველი
მომზადების წესი:
ხახვი დაჭერით ალყა-ალყად, დაალაგეთ ღუმელისთვის განკუნთვნილ ტაფაზე, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ქონდარი, მოასხურეთ ზეთი. ნიორს წააჭერით თავი მოაყარეთ მარილი და პილპილი, გაახვიეთ ფოლგაში, გვერდით მიუდეთ ხახვს. ხახვის გვერდითვე დადეთ ტკბილი წიწაკა და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე დარბილებამდე.
შემდეგ ნიორი გაარჩიეთ, წიწაკას კანი და თესლი მოაშორეთ, დადაიტანეთ ბლენდერის თასში, დაამატეთ ხახვი და კონსერვირებული პამიდორი. ბლენდერის დახმარებით აქციეთ პიურედ, დაამატეთ ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონი და წამოადუღეთ. ბოლოდ დაამატეთ ხმელი ან ნედლი რეჰანი, მარილი, პილპილი.
სანამ სუპი გამზადდება ღუმელში შებრაწეთ პურის ნაჭრები, რომელსაც წინასწარ ზემოდან ყველს დაადებთ.
სუპი დაასხით შესაბამის ჭურჭელში და დაადეთ ზემოდან დაბრაწული პური.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |