Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჩაიზე მისაყოლებელი კაკლის გემრიელი ორცხობილა / chaize misakolebeli kaklis gemrieli orckhobila
2017-10-07, 1:28 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 ჭიქა ფქვილი
4 ს/კ სქელი არაჟანი
1 ცალი კვერცხი
40 გრამი კარაქი
0.5 ჭიქა შქარი
0.5 ჩ/კ სოდა
მწიკვი მარილი
ერთი ცალი ვანილის პაკეტი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
1 ჭიქა ბერძნული კაკალი
2-3 ს/კ შაქარი
2 ს/კ კარაქი

მომზადების წესი:
1. ჯერ შიგთავსი მოამზადეთ: კაკალი წვრილად დაჭერით და დანაყენეთ. დაამატეთ შაქარი და კარაქი. აურიეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
2. ახლა ცომის მომზადება დაიწყეთ: კვერცხი, შაქარი, არაჟანი, ვანილი და მარილი ერთმანეთში იქამდე ურიეთ, სანამ შაქარი არ გაიხსნება. ჩაამატეთ გამდნარი კარაქი. როგორც კი ერთგვაროვან მასას მიიღებთ, ფქვილი და მარილი ფენა-ფენა ჩაყარეთ. მოზილეთ ცომი და 2 ნაწილად გაყავით.
3. მათზე შიგთავსი თანაბრად გადაანაწილეთ. მიეცით რულეტის ფორმა და დაჭერით 5 სანტიმეტრის სიგანის ნაჭრებად. გადაუსვით კვერცხი და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე ისე, რომ მათ შორის დიდი ინტერვალი არ დარჩეს.
4. აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში 190 გრადუსის განმავლობაში. მოაყარეთ შაქრის პუდრა.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: ნიგოზი, orcxobila, karaqi, nigozi, kakali, კვერცხი, კაკალი, orckhobila, ორცხობილა, კარაქი ნანახია: 1514 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]