Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

პოპულარული იტალიური ბისკვიტი "მარგარიტა" / popularuli italiuri biskviti "margarita"
2018-03-29, 5:58 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი - 4 ცალი
ფქვილი - 100 გ
გამაფხვიერებელი - 1 ს/კ
ლიმონის ცედრა - მწიკვი
შაქარი - 150 გ
სახამებელი - 100 გ
კარაქი - 80 გ
შაქრის პუდრა - 2 ს/კ

მომზადების წესი:
ოთახის ტემპერატურის კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად გათეთრებამდე და მასაში დაახლოებით 3-ჯერ მომატებამდე.
ათქვეფილ მასას დაუმატეთ ლიმონის ცედრა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვანილით) და გაცრილი, სახამებელ და გამაფხვიერებელ შერეული ფქვილი. დაუმატეთ პატარა ულუფებად და ურიეთ ქვემოდან ზევით ხის კოვზით.
დაუმატეთ ცომს გამდნარი და გაცივებული კარაქი და კვლავ კარგად აურიეთ.
მიღებული მასა ჩაასხით ტორტის დასაშლელ ფორმაში, რომელსაც წინასწარ წაუსვამთ კარაქს და მოაყრით ცოტაოდენ ფქვილს.
მოათავსეთ ფორმა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40-5 წუთის განმავლობაში.
მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
მზა ბისკვიტი გაცივებამდე გააჩერეთ ფორმაში, შემდეგ გადმოიღეთ და სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრა, ან მოასხით გამდნარი შოკოლადი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: fqvili, კვერცხი, კარაქი, karaqi, ბისკვიტი, kverckhi kvercxi, მარგარიტა, biskviti, Margarita, ფქვილი ნანახია: 1279 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]