Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ლიმონის ტარტი ბეზეთი მზიას რეცეპტით / limonis tarti bezeti mzias receptit
2018-03-18, 2:20 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა
ცომისათვის:
280 გრ პურის ფქვილი
70 გრ დაფქული შაქარი
125 გრ კარაქი ან მარგარინი
2 კვერცხი
1 ს.კ. რძე
1 შეკვრა ვანილი
მწიკვი მარილი

სართისათვის:
3 კვ გული
4 კვერცხი
140 გრ დაფქული შაქარი
120 მლ ნაღები (35 %-იანი)
100 მლ ლიმონის წვენი
2 ს.კ. ლიმონის ცედრა
1 ს.კ. კარაქი ან მარგარინი

ბეზესათვის:
3 კვ ცილა (დაახლოებით 85 გრამი)
200 გრ შაქარი
50 მლ წყალი
ვანილი
ნახევარი ლიმონი

მომზადების წესი:
ჯერ მოვამზადოთ ცომი: მოვათავსოთ ყველა ინგრედიენტი მიქსერის თასში და მოვზილოთ მიქსერით ან ხელით;
ცომი შევფუთოთ სამზარეულოს მემბრანით და 1 საათით შევინახოთ მაცივარში;
სართი ორთქლზე უნდა მოვამზადოთ, ამიტომ შევარჩიოთ შესაფერი ჭურჭელი: ქვაბი მდუღარე წყლისათვის და ისეთი ზომის თასი, რომ მოხერხებულად იდგმებოდეს ქვაბში, ისე, რომ მისი ძირი არ ეხებოდეს წყალს-შესაბამისად, პლასტმასის თასი არ გამოგადგებათ;
შევუდგეთ სართის მომზადებას. მოათავსეთ თასში კვერცხის გულები, კვერცხი და შაქარი. ხელის სათქვეფით კარგად აურიეთ (ათქვეფა არ არის საჭირო, უბრალო მორევაც საკმარისია). მიღებულ მასას ნელ-ნელა დაუმატეთ სართისათვის გათვლილი დანარჩენი ინგრედიენტები;
ქვაბში ავადუღოთ წყალი. შემოვდგათ ქვაბზე თასი (თან შევამოწმოთ, მისი ძირი წყალს არ ეხებოდეს);
ურიეთ მასას მანამ, სანამ არ აფუვდება და ფერს არ შეიცვლის — ცოტა უფრო ღია ფერის გახდება;
დავფაროთ სართი სამზარეულოს მემბრანით (რათა ქერქი არ გაიკეთოს) და გავდგათ სიგრილეში გასაცივებლად;
მოვამზადოთ ბეზე: მცირე ზომის სუფთა (ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მცირე ნამცეციც რომ დაგვრჩეს, სიროფი დაკრისტალდება) ქვაბში მოვათავსოთ შაქარი და წყალი. შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და მორევის გარეშე დავტოვოთ ადუღებამდე;
მიქსერის თასს ლიმონის ნაჭერი მოვუსვათ, მოვათავსოთ მასში ცილები და ავთქვიფოთ მყარი მასის მიღებამდე. ფრთხილად, წვრილი ნაკადით შევამატოთ მდუღარე სიროფი და ვთქვიფოთ დაბალ სიჩქარეზე გაგრილებამდე;
გამოცხობა: 22 სმ დიამეტრის ფორმაში (სასურველია სპეციალური საკეტიანი ფორმა ავიღოთ, რათა გადმოღებისას ტარტი არ დავაზიანოთ) გავანაწილოთ ცომი ისე, რომ კედლებზე 1 სანტიმეტრით ამოვიდეს. დავჩხვლიტოთ ცომი ჩანგლით და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის მანძილზე;
დავუწიოთ ტემპერატურას 170 გრადუსამდე, ცომზე სართი გავანაწილოთ და გამოვაცხოთ კიდევ 20 წუთი;
დავუწიოთ ტემპერატურას კიდევ 10 გრადუსით, სართზე ბეზე მოვათავსოთ და გამოვაცხოთ კიდევ 15 წუთი.
ტარტი მზად არის!
სასურველია ტარტი გაგრილების შემდეგ კიდევ 2-3 საათი გააჩეროთ და შემდეგ გაჭრათ.

გემრიელად მიირთვით!
სიყვარულით, თქვენი მზია!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლიმონის ტარტი, ფქვილი, კვერცხი, მარგარინი, margarini, fqvili, beze, ბეზე, kverckhi kvercxi, limonis tarti ნანახია: 1126 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]