Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მექსიკური სამზარეულო - გუაკამოლე / meqsikuri samzareulo - guakamole
2018-01-06, 10:58 AM
www.auf.ge -

გუაკამოლე, მისი წმინდაწყლის მექსიკურობისდა მიუხედავად, ქართულ გემოებს მახსენებს. მე ძალიან მიყვარს, მარტივია, სასარგებლო და ძალიან გემრიელი. ჩემმა მეგობარმა მთხოვა ეს რეცეპტიც დამეწერა ბლოგზე, ხოდა ვწერ, იქნებ ვინმეს გამოადგეს.
გუაკამოლეს მთავარი ინგრედიენტი, ავოკადო, დიდი რაოდენობით ცხიმებს შეიცავს, თუმცაღა უჯერ ცხიმებს, რომელთა მიღებაც ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. უჯერი ცხიმების გარდა, ავოკადო შეიცავს, დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს და სასარგებლო თვისებებით ნამდვილად გამოირჩევა. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის დაკლებას, იცავს გულის დაავადებებისგან, ანელებს დაბერებას, ხელს უშლის ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) განვითარებას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ა.შ. მოკლედ, ნამდვილად გირჩევთ, შეძლებისდაგვარად (საკმაოდ ძვირი ღირს, 1 ცალი 4-5 ლარამდე, წონის მიხედვით) ხშირად მიიღოთ ავოკადოს შემცველი საკვები.

შემადგენლობა:
ავოკადო - 1 ცალი, მწიფე;
ნიორი - 1 დიდი კბილი;
ხახვი წითელი - პატარა თავი;
ლაიმის წვენი ( ულაიმობისას ლიმნის წვენი ან თეთრი ძმარი :D ) - 1 ს/კ;
ქინძი - 1 მოზრდილი კონა;
მწარე წიწაკა გემოვნებით;
მარილი, პილპილი - გემოვნებით;
ზეითუნის ზეთი - გემოვნებით (მე 1ჩ/კ ვამატებ, ზოგ რეცეპტში საერთოდ არ ემატება).

მომზადების წესი:
ავოკადო გაჭერით შუაზე, მხარეები ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით დაატრიალეთ და ნაყოფი შუაზე გაიყოფა. კურკა შეგიძლიათ დანით ამოიღოთ (როგორც ამ ვიდეოშია ნაჩვენები _ ავოკადოს დაჭრა). თუ იმ ან მეორე დღესვე აპირებთ საკვებად გამოყენებას, ეცადეთ შერჩევისას თანაბარი მუქი მწვანე ფერის, მაგრამ შეხებისას ოდნავ რბილი ავოკადო იყიდოთ, თუ მაგარ ავოკადოს იყიდით, სახლში დააწყვეთ და რამდენიმე დღეში დამწიფდება (დააკვირდით, რომ შერჩეულ ავოკადოს არ ჰქონდეს მუქი ფერის ლაქები, გადამწიფების ნიშანია).
ავოკადოს კოვზით ამოაცალეთ რბილობი, გადმოიღეთ მომცრო ზომის ჯამში და ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ. შეურიეთ დანაყული ან დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი (მე ხან რამდენიმე ღერ მწვანე ხახვსაც ვუმატებ, ჩემი აზრით ძალიან უხდება), ლაიმის წვენი, წიწაკა, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და თქვენი გუაკამოლეც მზადაა.
ძალიან გემრიელია შოთის პურებზე გადასმული. მექსიკაში მიირთმევენ სიმინდის ჩიფსებთან ერთად. რეცეპტების დიდ ნაწილში პომიდორიც ფიგურირებს, მე უპომიდორო მირჩევნია, ამიტომ ეს რეცეპტი შემოგთავაზეთ.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: limonis wveni, გუაკამოლე, zeitunis zeti, niori, meqsikuri samzareulo, qindzi, მექსიკური სამზარეულო, avokado, guakamole, laimis wveni ნანახია: 1028 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]