Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სააღდგომო ორცხობილები / saaghdgomo orckhobilebi
2018-04-07, 3:43 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კარაქი - 100 გ + წასასმელად
შაქარი - 6 ს/კ
კვერცხი - 1 ცალი
ფქვილი - 250 გ
რძე - 1 ს/კ
დაკონსერვებული ატამი

მინანქარი:
შაქრის პუდრა - 180 გ
ლიმონის წვენი - 3 ს/კ

მომზადების წესი:
დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად, ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, დაუმატეთ კვერცხი და რძე.
გაცერით ფქვილი და დაუმატეთ კვერცხისა და შაქრის მასას. მოზილეთ რბილი ცომი.
სამუშაო ზედაპირზე მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და გააბრტყელეთ 5 მმ სისქის ფირფიტა.
ფორმის ან ჭიქის მეშვეობით ამოჭერით დაახლოებით 6 სმ დიამეტრის წრეები.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. წაუსვით გამოსაცხობ ფირფიტას კარაქი, დააფინეთ ფერგამენტი და დაალაგეთ ცომის წრეები ერთმანეთისგან 2-3 -ს დაშორებით. აცხვეთ 10-12 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააჩერეთ გამორთულ ღუმელში 15 წუთი და გადაიტანეთ ნამცხვრები ცხაურზე ბოლომდე გასაციებლად.
ატმის ნაჭრები მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა შეშრეს ზეტმეტი სითხე.
მინანქრისთვის, შაქრის პუდრაში აურიეთ ლიმონის წვენი.
წაუსვით მინანქარი თითოეულ ნამცხვარს და დაადეთ ატმის ნაჭრები.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: dakonservebuli atami, orckhobila, fqvili, shaqari, rdze, kverckhi kvercxi, სააღდგომო ორცხობილა, saaghdgomo pechenia, orcxobila, saagdgomo orcxobila ნანახია: 914 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]