Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ზეთში მოხრაკული კალმახა სოკო / zetshi mokhrakuli kalmakha soko
2018-03-18, 11:08 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
400 გრ. კალმახა სოკო
150 გრ. ხახვი
10 გრ. მწვანე ხახვი
150 მლ. ზეითუნის ზეთი
1 გრ. დაღერღილი წიწაკა
1 გრ. ჩიას მარცვალი
2 კბილი ნიორი

მომზადების წესი:
კარგად გარეცხილ სოკოს ვჭრით მოგრძო ნაჭრებად და ვათავსებთ ქვაბში. ერთხელ წამოვადუღოთ და კარგად გავწუროთ. მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ზეითუნის ზეთში, დავამატოთ დაკეპილი ნიორი და დაღერღილი წიწაკა. მარილი გემოვნებით. ტაფაში ჩავამატოთ სოკო და გავაგრძელოთ მოთუშვა.
სოკო კარგად რომ დაიბრაწება, გადავიტანოთ სასურველ ჭურჭელში და გავაფორმოთ ჩიის მარცვლით და მწვანე ხახვით.
შეგიძლიათ მიირთვათ თქვენთვის სასურველ სოუსთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ნიორი, ხახვი, niori, chias marcvali, ჩიას მარცვალი, xaxvi, კალმახა სოკო, khakhvi, kalmaxa soko, kalmakha soko ნანახია: 1294 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]