Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შემწვარი სოსისი კარამელიზებული ხახვით და პიურეთი / shemtsvari sosisi karamelizebuli khakhvit da piureti
2018-04-19, 5:16 PM
www.auf.ge -

ხანდახან ჩვეულებრივი ინგრედიენტებისგან არაჩვეულებრივი გემოს მიღება უფრო ადვილია, ვიდრე ერთი გაფიქრებით წარმოგიდგენია.
თუ გაქვს სოსისი, უბრალოდ მოხარშვის ნაცვლად, შეგიძლია აი ასე მოხერხებულად აქციო გემრიელ და ორიგინალურ კერძად, ჩვეულებრივი კოკა-კოლას დამატებით.
ახლავე გეტყვით როგორ.
(1) იღებთ რამდენიმე კარტოფილს, ხარშავთ და აკეთებთ პიურეს. აბსოლუტურად ჩვეულებრივ პიურეს. გნებავთ ცოტა კარაქი დაუმატეთ. მარილი და შავი პილპილი – თავისთავად.
(2) ტაფაზე შეწვით სოსისი. უმჯობესია ბავარიული.
(3) იმავე ტაფაზე რამდენიმე წუთით მობრაწეთ თქვენი საყვარელი ბოსტნეული. ამ შემთხვევაში ვიღებთ წითელ პაპრიკას.
(4) 1 ცალი საშუალო ზომის თეთრი ხახვი დაჭერით წვრილ, გრძელ ნაჭრებად, ცოტა ხანს მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე, კარაქში და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა კოკა-კოლა. არა, არ მოგეჩვენათ. ცნობილია, რომ კარამელიზებული ხახვი ძალიან გემრიელია. კოკა-კოლაში კარამელიზებული ხახვი კი განსაკუთრებულად გემრიელია. დაგვიჯერეთ, სცადეთ! ;)
(5) ყველაფერი ცხლადვე გადაიტანეთ დიდ თეფშზე, ლამაზად და გემრიელად მიირთვით.

სულ ეს არის. ასე მიიღება 15 წუთში გემრიელი კერძი ჩვეულებრივი ინგრედიენტებისგან


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: shemwvari sosisi, shemwvari sasiski, shemtsvari sasiski, khakhvi, სოსისი, piure, sasiski, sosisi, shemtsvari sosisi, xaxvi ნანახია: 923 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]