Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გოჭის ბეჭი, ღომი და აჯიკა / gochis bechi, ghomi da ajika
2017-09-17, 9:12 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 გოჭის ბეჭი
500 გრ. სიმინდის ღერღილი
200 გრ. სიმინდის ფქვილი
15 გრ. ღერღილი წიწაკა
15 გრ. ყვითელი ყვავილი
250 გრ. ნიგოზი
60 გრ. ქინძი მშრალი
60 გრ. უცხო სუნელი
30 გრ. ძმარი ვაშლის
50 გრ. შაქარი
30 გრ. წითელი ცხარე წიწაკა
40 გრ. წითელი ბულგარული
100 გრ. ზეთი სიმინდის
1 მწიკვი ნიორი
10 გრ. მარილი

მომზადების წესი:
პირველ რიგში, აუცილებელია გოჭის ბეჭიდან ყველა ძვალი ამოვიღოთ, თანაც ისე რომ კანი არ დავაზიანოთ, ეს მარტივი არ არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგ ყველაფერი საკვები ბაწარით უნდა შეიკრას, შეგიძლიათ გამბედავები იყოთ.
პარალელურად, გავრეცხოთ ღერღილი, მოვათავსოთ ქვაბში და იმდენი წყალი დავამატოთ, რომ ღერღილის მოცულობას ერთნახევარჯერ აღემატებოდეს. ღერღილი, რომელიც ამოტივტივდება, მოხადეთ. წამოადუღეთ და გასქელებას რომ დაიწყებს, შეურიეთ სიმინდის ფქვილი, წვრილად გატარებული ნიგოზი, სათითაოდ ყველა სუნელის 2/3, (ისე რომ სუნელები მოგრჩეთ ღორის გარსისთვის), წვრილად დაჭრილი წიწაკები, ნიორი და მარილი. თუ მასა პროცესში ძალიან შესქელდა, მდუღარე წყლით გაათხელეთ იმ დონემდე, რომ მიიღოთ კლასიკური ღომის კონსისტენცია.
მორჩენილი სუნელები ჩავყაროთ სიმინდის ზეთში, კარგად მოვურიოთ და დავაყოვნოთ 10 წუთით. პარალელურად, ღომიც გაგრილდება, რის შემდეგაც მას მოვათავსებთ ღორის ხორცის ცენტრში.. კარგად "გატენეთ", რაც მეტი, მით უკეთესი, მაგრამ ადგილიც დაიტოვეთ, რომ შეკვრა შეძლოთ, ისე რომ ღომმა არ გაჟონოს.
გაკვანძეთ ღორის ხორცი, შემდეგ განივად დასერეთ კანი, შეაზილეთ გადანახული სუნელებიანი ზეთი და მარილი.
ღუმელი 170 გრადუს ცელსიუსზე გააცხელეთ , პირველი 3 საათი ცხობის მანძლზე ალუმინის ქაღალდი გადააფარეთ, ბოლო 2 საათი კი მოხადეთ და ტემპერატურა 140 გრადუს ცელსიუსამდე შეამცირეთ, რომ კანი კარგად შეპიწკინდეს.
იმის გამო, რომ კერძს საერთოდ არ აქვს ძვლები, იგი ადვილად იჭრება, ძალზედ კომფორტულია სერვირებისთვის. კერძი მიირთვით ღუმელიდან გამოღებინდან 30 წუთში. კერძი საკმაოდ მძიმეა, ამიტომ მისი მირთმევის შემდეგ რეკომენდაციას ვუწევთ ბორჯომს!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ღომი, ghoris khorci, ajika, ღორის ხორცი, ghoris bechi, gomi, ghomi, goris xorci, ღორის ბეჭი, აჯიკა ნანახია: 1185 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]