Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

როგორ გამოვაცხოთ ღორის კანჭი შიგთავსით - კერძის ექსპრეს-რეცეპტი / rogor gamovackhot ghoris kanchi shigtavsit - kerdzis eqspres-recepti
2018-12-14, 10:09 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1,2-1,5 კგ ღორის კანჭი
300 გრ ღორის ხორცი
300 გრ თეთრი სოკო
1 კონა მწვანე ხახვი
1 დაფნის ფოთოლი
3 კვერცხის გული
3 ს.კ. დიჟონის მდოგვი
2 ს.კ. მდნარი კარაქი
1 ც სტაფილო
მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადები წესი:
1. აადუღეთ წყალი. დაუმატეთ მარილი. მოათავსეთ კანჭი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. მოხსენით ქაფი.
2. გაყავით მწვანე ხახვი ორ ნაწილად. დაჭერით წვრილად. დაჭერით სტაფილო დიდ ნაჭრებად. კანჭს დაამატეთ დაფნის ფოთოლი, დაჭრილი სტაფილო და ერთი ნაწილი მწვანე ხახვი. მოხარშეთ ნელ ცეცხლზე 80 წუთის განმავლობაში.



3. დაჭერით სოკო და ხახვი. მოთუშეთ მდნარ კარაქში, დაამატეთ მწვანე ხახვი. ჩაყარეთ თასში.
4. გაატარეთ ღორის ხორცი. მოთუშეთ ფარში მაღალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.
5. შეურიეთ ხახვის და სოკოს მასა ფარშს. დაამატეთ მარილი და პილპილი.
6. გამოიღეთ ძვალი მზა კანჭისგან.



7. შეურიეთ კვერცხის გული და 1 ჩ.კ. ბულიონი.
8. შეავსეთ კანჭი შიგთავსით, წაუსვით მდოგვი და მოათავსეთ საცხობ ფორმაში. გამოაცხვეთ რულეტი 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.



მაშ ასე, მზა კერძთან შეგიძლიათ მიირთვათ მსუბუქი სალათი ან მოხარშული კარტოფილი.



გემრიელად მიირთვით!
გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: Kanchi, ხორცი, ღორის ხორცი, ხორცის რულეტი, კანჭი, khorcis ruleti, ღორის კანჭი, xorci, ghoris kanchi, ghoris khorci ნანახია: 1158 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]