Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კარტოფილის სალათი დიჟონური მდოგვით / kartofilis salati dijonuri mdogvit
2014-03-05, 2:25 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 კგ. კარტოფილი
მარილი
ახალ დაფქული შავი წიწაკა
1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი
1/4 ჭიქა დიჟონური მდოგვი
2 ს.კ. ცაპერსები, გადაწურული და დაჭრილი
1/4 ჭიქა მწნილის წვენი
1/4 ჭიქა წვრილად დაჭრილი კამა, მწნილიდან
2 ს.კ. ოხრახუში, დაჭრილი
3 ღერო მწვანე ხახვი, დაჭრილი
1/2 ჭიქა კამა, დაჭრილი
1/4 ლიმონის წვენი

მომზადების წესი:
ქვაბში ჩავასხათ ცივი წყალი და ჩავყაროთ კარტოფილი. ჩავყაროთ მარილი და წამოვადუღოთ. დავუწიოთ ცეცხლს და ვხარშოთ კიდევ 30 წთ–ი. გადავწუროთ კარტოფილი და ვაცალოთ გაგრილება (შეგიძლიათ გააგრილოთ გამდინარე წყალში).

ჯამში მოვათავსოთ ზეითუნის ზეთი, მდოგვი, ლიმონის წვენი, მწნლილის წვენი და ვთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. როდესაც კარტოფილი გაგრილდება, გავფრცქვნათ. დავჭრათ კარტოფილი ზომიერ ლუკმებად. დავამატოთ ოხრახუში, მწნილიდან ამოღებული კამა, მწვანე ხახვი და კამა, გადავურიოთ კარგად. დავამატოთ შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით. მიირთვით ოთახის ტემპერატურაზე.

მასალის წყარო: IntSamzareulo.Com



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mdogvi, კარტოფილი, ლიმონი, mtsnili, samarxvo kerdzebis receptebi, kartofili, მწნილი, limoni zeitunis zeti, სამარხვო კერძების რეცეპტები, მდოგვი ნანახია: 1701 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]