Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შამპინიონით და წიწიბურათი მომზადებული სამარხვო წვნიანი / shampinionebit da tsitsiburati momzadebuli samarkhvo tsvniani
2018-03-07, 5:27 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1.5 ლიტრი ბოსტნეულის ბულიონი
5 ს/კ წიწიბურა
1-2 ცალი კარტოფილი
1 ცალი სტაფილო
1 ცალი ხახვი
200 გრამი სოკო
მარილი, პილპილი გემოვნებით
მცენარეული ზეთი, მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ, კარტოფილი კუბიკებად დაჭერით, სოკო კი – თხელ ნაჭრებად. წიწიბურა კარგად გარეცხეთ. ხახვი ზეთში მოხრაკეთ, დაუამტეთ სოკო და ამზადეთ იქამდე, სანამ ზედმეტი სითხე არ შეიწოვება.
ქვაბში ბოსტნეულის ბულიონი ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. დაამატეთ მოხრაკული ხახვი და სოკო და აადუღეთ. შეამცირეთ ცეცხლი, წვნიანში ჩაამატეთ სტაფილო და კარტოფილი.
როგორც კი ბულიონი კვლავ ადუღდება, ჩაყარეთ წიწიბურა, მოაყარეთ მარილი და პილპილი. წვნიანი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. დაელოდეთ, როდის დარბილდება კარტოფილი. ამის შემდეგ გადმოგდით ცეცხლიდან, მორთეთ მწვანილით და გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: სოკო, წიწიბურა, wiwibura, სტაფილო, stafilo, soko sokoebi, tsitsiburas, შამპინიონი, kartofili, shampinioni ნანახია: 882 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]