Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი ოსტრი / ugemrielesi ostri
2017-07-10, 2:12 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
საქონლის ხორცი 1 კგ
ხახვი 3 თავი
პამიდორი 600 გ
ნიორი 5 კბილი
ოხრახუში 1 კონა
ქინძი 1 კონა
დაფნის ფოთოლი
მარილი
წითელი წიწაკა, დაფქული

მომზადების წესი:
დაჭერით ხორცი პატარა კუბებად.
გაახურეთ ტაფა, დაყარეთ ხორცი, დაამატეთ დაფნა, დაახურეთ თავზე და თუშეთ. თუ წყალს ჩაიშრობს, მაგრამ ხორცი მაგარია, დაამატეთ ცოტა წყალი.
როცა თითქმის მზად იქნება ხორცი - გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, ეს სითხე შეინახეთ რაიმე ჯამში.
ხორცს კი დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი (ცოტა გადაინახეთ), დაამატეთ ცხიმიც და მობრაწეთ;
ამასობაში, პამიდორს გააცალეთ კანი და დააქუცმაცეთ. სიმარტივის გამო, შეგიძლიათ ქილაში შენახული პამიდვრები გამოიყენოთ.
როცა ხორცი შეიბრაწება - დაასხით პამიდორი და თუშეთ 3-4 წუთი. დაამატეთ გადანახული სითხეც. შეკმაზეთ მარილით, ხმელი ქინძით და წიწაკით. შუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.
სულ ბოლოს, როცა ხორცი უკვე დარბილებულია, გამორთეთ ცეცხლი. მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და მწვანილი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ostris recepti, saqonlis khorci, კულინარია, საქონლის ხორცი, ოსტრის მომზადება, dzrokhis khorci, ostris momzadeba, ოსტრის რეცეპტი, ოსტრი, ძროხის ხორცი ნანახია: 3058 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]