Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კარტოფილის პიურესა და ძროხის ფარშისგან დამზადებული ბრაწულა / kartofilis piuresa da dzrokhis farshisgan damzadebuli bratscula
2017-06-21, 8:13 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 კგ კარტოფილი
1 ცალი ხახვი
25 გრამი კარაქი
400 გრამი ძროხის ხორცი
2 ს/კ არაჟანი
მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ხორცი და ხახვი წვრილად დაჭერით. ორივე გამოატარეთ და ფარში დაამზადეთ. კარტოფილი გაასუფთავეთ, დაწერით და მარილიან წყალში მოხარშეთ. ფარშს მარილი და პილპილი მოაყარეთ. ტაფაზე შეწვით. თუ ფარში ზედმეტად მშრალი გამოვიდა, ცოტაოდენი წყალი დაამატეთ.
კარტოფილის ქვაბიდან წყალი გადაწურეთ და მასში კარაქი დაამატეთ. კარტოფილისგან პიურე გააკეთეთ.
საცხობ ფორმას საცხობი ქაღალდი გადააფარეთ და კარაქი გადაუსვით. პიურის ნახევარი ფორმაზე თანაბრად გადაანაწილეთ. შემდეგ კი ზემოდან ფარში გადაატარეთ. ფარშის ზემოდან დარჩენილი პიურე გადაუსვით. საბოლოო ფენა კი არაჟანია.
აცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე იქამდე, სანამ ბრაწულა ოქროსფერ ფერს არ მიიღებს.

გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ძროხა, dzrokhis khorci, dzroxis xorci, კარტოფილის პიურე, dzrokha, ბრაწულა, brawula, dzroxa, kartofilis piure, ძროხის ხორცი ნანახია: 1425 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]