Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მაკარონის ბრაწულა / makaronis bratsula
2014-03-01, 9:16 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 ცალი ბულიონის კუბიკები,საქონლის.
250 გრ.მაკარონი (მე მეტი ავიღე,ასე 400 გრ.იქნებოდა).
0,5 მლ.რძე
125 გრ. არაჟანი
500 გრ. ფარში
150 გრ.ყველი
2 კოვზი ზეთი
1 კბილი ნიორი
1 თავი ხახვი
2 ს.კ. კარაქი
2 ს.კ. ფქვილი
2 ჩ.კ. ტომატი
1 ს.კ. დაკეპილი მწვანე პიტნა

მომზადების წესი:
გავაკეთოთ 1 ლ. ბულიონი კუბიკებით. ამოვიღოთ და გადავინახოთ ერთი ჭიქა. დანარჩენში მოვხარშოთ მაკარონი( მაკარონმა ბულიონი მთლიანად უნდა შეიწოვოს)
წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიორი, მოვწვათ ზეთში დავამატოთ ფარში, ტომატი, პიტნა და დავასხათ გადანახული ბულიონი. ჩავშუშოთ ნელ ცეცხლზე სანამ წვენს სულ არ შეიშრობს.

სოუსი: კარაქი გავსრისოთ ფქვილთან ერთად დავასხათ რძე და სმეტანა, მოურიოთ და გავაცხელოთ თან ვურიოთ შეუწყვეტლივ. მივიყვანოთ ადუღებამდე და ჩავყაროთ გახეხილი ყველი. თუ საჭიროა დავამატოთ მარილი. მოხარშულ მაკარონს დავასხათ ეს სოუსი და ავურიოთ კარგათ. ფორმაში ჩავდოთ ნახევარი მაკარონი, შემდეგ მოვაფინოთ ფარში და ზემოდან ისევ მაკარონი. თავზე მოვახეხოთ ყველი. ვაცხობთ 200 გრადუსზე მოწითლებამდე.გემრიელად მიირთვით.

მასალის წყარო: რეცეპტი თიკო ხეცურიანისგან - კულინარიული ჟურნალი "პირველი კულინარი" / Cooking Magazine "Pirveli Culinary"


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mzareuli, receptebi, makaronis bratsula, brawula, მაკარონის ბრაწულა, makaroni bracula. kulinaria, makaronis brawula, makaroni, arajani ნანახია: 2345 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]