Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტოლმა კომბოსტოს ფოთოლში მზიას რეცეპტით / tolma kombostos fotolshi mzias receptit
2018-03-18, 2:38 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა
1 დიდი კომბოსტო ( შეძლებისდაგვარად ფაფუკი და თეთრი)
1 კგ საქონლის ფარში (ან შერეული)
150 გრ მოგრძო ფორმის ბრინჯი
2 თავი ხახვი
4-5 კბილი ნიორი
თითო კონა ოხრახუში და ქინძი
მარილი, წიწაკა

წვენისათვის:
100 მლ ზეთი
2 მოზრდილი პომიდორი
1 ს.კ. პომიდვრის პასტა
1 თავი ხახვი
3-4 კბილი ნიორი
1 კონა ოხრახუში
300 მლ წყალი
მარილი, წიწაკა

მომზადების წესი:
მოვამზადოთ კომბოსტო: ამოვაჭრათ გული და მოვათავსოთ ქვაბში. ამოჭრილი ნაწილი ქვაბის ძირს უნდა ეხებოდეს. დავასხათ მდუღარე წყალი, ვადუღოთ 5- 8 წუთი. გადმოვდგათ ქურიდან, გავაჩეროთ თავდახურულ ქვაბში კიდევ 20 წუთი. ფრთხილად მოვაცალოთ სათითაოდ ფოთლები. კომბოსტოს ფოთლები მოვათავსოთ საწურზე;
მოვამზადოთ ფარში: წვრილად დავჭრათ ან გავატაროთ ბლენდერში ნიორი, მწვანილი და ხახვი. მოვათავსოთ ფარშისათვის გათვალისწინებული ყველა ინგრედიენტი მოზრდილ თასში, დავუმატოთ 50 მლ წყალი, შევკმაზოთ მარილითა და წიწაკით, კარგად მოვურიოთ;
დიდი ზომის ფოთლები გავჭრათ შუაზე, რათა ტოლმები დაახლოებით ერთი ზომის გამოგვივიდეს. შევახვიოთ თითო ფოთოლში 1-2 ს.კ. ოდენობის ფარში;
ავიღოთ ფართე, დაბალი ქვაბი, მჭიდროდ მოვაწყოთ მასში დახვეული ტოლმები;
მოვამზადოთ წვენი: ზეთში მოვშუშოთ ჯერ კუბებად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავუმატოთ წყალში გახსნილი ტომატის პასტა და წვრილად დაჭრილი პომიდორი. წამოდუღებისთანავე წვენი გადმოვდგათ ქურიდან, შევკმაზოთ გატარებული ნივრით, მარილით და წიწაკით;
მომზადებული წვენი ჩავასხათ ტოლმიან ქვაბში. ვადუღოთ დაბალ ტემპერატურაზე 40 წუთიდან 1 საათამდე — დრო დამოკიდებულია ძირითადად იმაზე, თუ რა ზომისაა ჩვენს მიერ მომზადებული ტოლმა. პირადად მე არ მიყვარს როდესაც კომბოსტო გადახარშულია და ტოლმის მზადყოფნას ამ კრიტერიუმით ვზომავ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: საქონლის ხორცი, tolma, farshi, kombosto, saqonlis khorci, კომბოსტო, dolma, ფარში, saqonlis xorci, ტოლმა ნანახია: 1754 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]