Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მადისაღმძვრელი გრილზე შემწვარი ქათმის ბურგერი / madisaghmdzvreli grilze shemtsvari qatmis burgeri
2017-09-10, 9:51 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ცალი მწიფე ავოკადო
1 ს/კ ლიმონის წვენი
1 ს/კ კარაქი
1 ცალი დიდი ხახვი
4 ცალი ქათმის ნახევარი ფილე
მარილი და პილპილი გემოვნებით
4 ცალი ბურგერის პური
4 ს/კ მაიონეზი
4 ნაჭერი ყველი

მომზადების წესი:
პატარა თასში აურიეთ დაჭრილი ავოკადო და ლიმონის წვენი. დაფარეთ წყლით და გადადგით. წინასწარ გააცხელეთ გრილი და ცხაურს ზეთი მოუსვით.
საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გააცხელეთ კარაქი. ჩაყარეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი. თუშეთ შებრაწვამდე და კარამელიზებამდე.
კანგაცლილი და უძვლო ქათმის ფილეს ნახევრები მარილითა და პილპილით შეაზავეთ. მოათავსეთ გრილზე და წვით დაახლოებით 5 წუთით თითოეულ მხარეს. დაალაგეთ ბურგერის პურები გრილზე და დაბრაწეთ.
ბურგერის პურებზე მაიონეზი გადაუსვით, შემდეგ შეწვარი ფილე დაადეთ, მოალაგეთ კარამელიზებული ხახვის რგოლები, ყველი და ავოკადო.
სურვილისამებრ, შეგიძლიათ ბურგერებს დაუმატოთ თხლად დაჭრილი პომიდორი და სალათის ფურცლები.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: საქონლის ხორცი, burgerebi, hamburgeri, მაკდონალდსის ჰამბურგერი, ჰამბურგერები, hamburgerebi, mcdonald's hamburger, saqonlis xorci, makdonaldsis burgeri ნანახია: 942 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]