Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

რაჭული ლობიოს უგემრიელესი წვნიანი / rachuli lobios ugemrielesi tsvniani
2017-09-17, 5:02 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
70 გრ. ლობიო (წინასწარ მოხარშული)
30 გრ. რაჭული ლორი
2 კბილი ნიორი
1 მწიკვი ქინძი
8 გრ. მწვანე წიწაკა
1 დაფნა
1 მწიკვი რეჰანი - ნედლი ან მშრალი
1 მწიკვი ქონდარი - ნედლი ან მშრალი

მომზადების წესი:
ლორის ქონიანი ნაჭრები ჩავყაროთ სქელ ძირიან ქვაბში, მოვბრაწოთ სანამ ქონი არ გალღვება.
შემდეგ ქონში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და ქინძის ღეროები, ფოთლები შევინახოთ. დაველოდოთ ხახვის გაუფერულებას, მაგრამ აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი, რათა ნიორი არ დაიწვას.
შემდეგ ჩავამატოთ ლობიო და მსუბუქად ჩავსრისოთ, ისე რომ ნაწილი დაისრისოს, ნაწილი მთლიანი დარჩეს.
შემდეგ ვამატებთ წვრილად დაჭრილ მწვანე წიწაკას, დაფნის მთლიან ფოთოლს, დაკეპილ რეჰანს და ქონდარს. კარგად ამოვურევთ და დავუმატებთ მდუღარე წყალს. ვადუღოთ 10 წუთი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: lobios tsvniani, რაჭული ლობიო, tsvniani, wvniani, rachuli lobio, რაჭული ლობიოს წვნიანი, cvniani, lobios wvniani, ლობიო, წვნიანი ნანახია: 1537 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]