მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქათმის ფილესგან მომზადებული გასახდომი წვნიანი / qatmis filesgan momzadebuli gasakhdomi tsvniani
2018-04-18, 6:02 PM |
შემადგენლობა: (4 ცალზე)
ქათმის ფილე - 300 გ
წყალი - 3 ლ
ბრინჯი - 100 გ
კვერცხი - 2 ცალი
ლიმონი - 1 ცალი
სტაფილო-1ც
მარილი - გემოვნებით
სასურველი მწვანილი
მომზადების წესი:
ქათმის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაასხით წყალი და მოხარშეთ. შემდეგ, ქვაბიდან ამოიღეთ ხორცი. ათქვიფეთ კვერცხები, დაუმატეთ ლიმონის წვენი და 100 მლ ბულიონი. ბრინჯი გარეცხეთ, დარჩენილ ბულიონში ჩაუშვით და მოხარშეთ , დაამატეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო . როდესაც დარბილდება, დაუწიეთ ცეცხლს და ნელ-ნელა ჩაასხით შიგ კვერცხიანი მასა. კარგად ურიეთ, რომ არ აიჭრას. მიიყვანეთ ადუღებამდე ,და გამორთეთ. თეფშზე მოაყარეთ სასურველი მწვანილი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |