Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შემწვარი კარტოფილი იტალიურად - საოცარი არომატი და გემო / shemwvari kartofili italiurad - saocari aromati da gemo
2017-08-23, 8:02 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კარტოფილი - პატარა ზომის, 500 გ
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
ნიორი - 2 კბილი
იტალიური სუნელები (ორეგანო, ბაზილიკი) - 1 ჩ/კ
მარილი - 1/4 ჩ/კ ან გემოვნებით
წითელი წიწაკა - გემოვნებით
პარმეზანი, გახეხილი - 0,5 ჭიქა
დაჭრილი ოხრახუში - 1 ჩ/კ
კარაქი - კუბიკებად დაჭრილი, 2 ს/კ

მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 195 გრადუსზე. გაფცვქენით და გარეცხეთ კარტოფილი, გააშრეთ და გაჭერით თითოეული შოაზე.
გაახურეთ ტაფა (აჯობებს თუჯის) და დაასხით ზეითუნის ზეთ.
დაყარეთ კარტოფილი და დაბრაწეთ ყველა მხრიდან. გაწიეთ კარტოფილი ცალ მხარეს და მოხრაკეთ დაჭრილი ნიორი, მოაყარეთ იტალიური ბალახები, მარილი და პაპრიკა. აურიეთ კარგად.
გადმოდგით ცეცხლიდან და მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი ოხრახუში.
მოათავსეთ ტაფა ღუმელში და გააჩერეთ 15 წუთი.
ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი კარაქი და მიიტანეთ სუფრასთან.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, shemwvari kartofili, kulinaria, იტალიური სამზარეულო, პარმეზანი, Kartoshka, italiuri samzareulo, შემწვარი კარტოფილი, kartofili, parmezani ნანახია: 1189 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]