Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ლავაშის მობრაწულა ლაზანიას მოტივებზე / lavashis mobratsula lazanias motivebze
2017-03-09, 1:19 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფარში 500 გ
ხახვი 2
სტაფილო 1
პამიდორი საკუთარ წვენში 300 გ
მარილი და პილპილი
ფქვილი 1.5 ს.კ
რძე 500 მლ
კარაქი 50 გ
ლავაში 3-5 ცალი
გახეხილი ყველი 300 გ

მომზადების წესი:
მოვშუშოთ ხახვი და გახეხილი სტაფილო, დავამატოთ ფარში, დავაფაროთ თავსახური და გავაგრძელოთ შუშვა. შემდეგ დავამატოთ პამიდორი. წამოვადუღოთ, დავამატოთ მარილი და პილპილი.

კარაქი გავადნოთ ტაფაზე, დავამატოთ ფქვილი , კარგად ავურიოთ, დავასხათ რძე. მოვურიოთ, რომ კოშტები არ დარჩეს, დაბალ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე, თან ვურიოთ. უნდა შესქელდეს კეფირის სისქემდე.

ცოტა რძის სოუსი დავასხათ ფორმაში, დავამატოთ რამდენიმე კოვზი ხორცის სოუსი, დავაფინოთ ლავაში. დავასხათ კვლავ რძის სოუსი, შემდეგ ხორცის ფარში და ისევ ლავაში. ფენებს შორის ცოტა ყველი მოვაყაროთ. ავაწყოთ ასე, სადამდეც ინგრედიენტები გვეყოფა (ფორმის ზომიდან გამომდინარე). ზემოდან მოაყარეთ კვლავ ცოტაოდენი ყველი და 200 გრადუსზე 20 წუთით მობრაწეთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: lavashi, მობრაწულა, ლაზანია, ლავაში, ლაზანიე, kulinaria mzareuli receptebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, lazanie, mobrawula, lazania ნანახია: 1267 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]