მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ღუმელში შემწვარი კარჩხანა ლიმონით
2013-02-23, 6:48 PM |
შემადგენლობა:
4 ცალი საშუალო ზომის კარჩხანა
2 ცალი ლიმონი
1 პატარა კონა ოხრახუში
მარილი
პილპილი
წითელი წიწაკა
ზეთი
მომზადების წესი:
თევზი გავასუფთავოთ და კარგად გავრეცხოთ. ლიმონი თხლად დავჭრათ. თევზი ორ-სამ ადგილას სიგანეზე დავსეროთ და დასერილ ადგილებში მოვათავსოთ ლიმონის ნაჭრები. თევზს შიგნიდან და გარედან მოვაყაროთ მარილი, მუცელში მოვათავსოთ მწვანილის ღერები. თუნუქის ფურცელს მოვასხათ ზეთი და ზედ დავაწყოთ თევზები. ვაცხოთ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.
წყარო: კულინარიული ჟურნალი ”გემრიელი” (გამოდის თვის დასაწყისში)
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |