Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ომლეტი ბოსტნეულით ვეგეტარიანელებისთვის მისწრება :) / omleti bostneulit vegetarianelebistvis mistscreba :)
2018-12-15, 11:04 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბოსტნეულისთვის:
1 ს.კ. წყალი
2 ს.კ. სოიის საწებელი
1 ჩ.კ. სახამებელი
1 ჩ.კ. თეთრი ღვინო
120 გ ტოფუ
75 მლ (5 ს.კ.) მიწის თხილის ზეთი
60 გ მშრალი მინის ატრია
50 გ ხახვი
100 გ ქორფა ისპანახი
6 მწვანე ხახვი
250 მლ (1 ჭ) ბოსტნეულის ბულიონი
3/4 ჩ.კ. მარილი
100 გ (2 ჭ) ლობიოს ღივები
ომლეტისთვის:
3 კვერცხი
1 ს.კ. წყალი
1 ჩ.კ. სახამებელი
2 ს.კ. მიწის თხილის ზეთი

მომზადების წესი:
ბოსტნეული: წყალი, 1 ს.კ. სოიის სახამებელი, სახამებელი და თეთრი ღვინო დიდ ჯამში შეურიეთ. ტოფუს კუბები მარინადში კარგად ამოავლეთ და 10 წთ დატოვეთ.
დაუმატეთ 1 ს.კ. ზეთი. თბილ წყალში 10 წთ დამბალი და გადაწურული ატრია დატეხეთ.
დაჭერით ხახვი და ისპანახი.
დიდ ვოკში 3 ს.კ. ზეთი გააცხელეთ. ტოფუს კუბები 3 წთ შეწვით, განუწყვეტლივ ურიეთ. გადაიღეთ.
იმავე ზეთში ხახვი და ისპანახი ოდნავ მოთუთქეთ. ისინიც გადაიღეთ.
1 ს.კ. ზეთი დაუმატეთ და ახლა მწვანე ხახვი მოშუშეთ. დაუმატეთ ბრინჯის ატრია, ბოსტნეულის ბულიონი, დარჩენილი 1 ს.კ. სოიის საწებელი მოცულობაში მოიკლებს. შემდეგ ლობიოს ღივები დაუმატეთ. შუშეთ კიდევ 3 წთ და ტოფუიანი მასა შეურიეთ.
ომლეტი: კვერცხს წყალი, სახამებელი და მარილი დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ.
ზეთი დიდ ტაფაში გააცხელეთ. შეწვით ომლეტი.

გადაიტანეთ ლანგარზე და ზედ ბოსტნეული დაალაგეთ.
სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ისპანახი, კვერცხი, kvercxi, თეთრი ღვინო, ბოსტნეული, bostneuli, ომლეტი, ლობიო, kverckhi, omleti ნანახია: 1044 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]