Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კვერცხი შოტლანდიურად ანუ კოტლეტში გახვეული ტაფამწვარი / kverckhi shotlandiurad anu kotletshi gakhveuli tafamtsvari
2018-03-29, 5:31 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
600 გრამი ღორის ან ძროხის ხორცის ფარში
5 ცალი კვერცხი
50 გრამი კარაქი
პილპილი, მარილი, მწვანილი გემოვნებით
1 ჩ/კ ლიმონის წვენი
საფანელი, დაფქული ნიგოზი ან შვრიის ფანტელი გემოვნებით

მომზადების წესი:
4 ცალი კვერცხი მოხარშეთ და ცივ წყალში გააცივეთ. ამ რეცეპტის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს: გამოიყენოთ მოხარშული კვერცხი ცივი კერძისთვის ან თოხლო კვერცხი ცხელი კერძისთვის. არჩევანი თქვენზეა.

ფარშს მოაყარეთ მარილი და დაჭრილი მწვანილი. 4 ბურთულა მოზილეთ. გაითვალისწინეთ პროპორციებიც: 130 გრამ ფარშზე 1 ცალი კვერცხი მოდის. ფარშის ცენტრში ერთი კვერცხი მოათავსეთ და კოტლეტების ფორმა მიეცით.

კოტლეტები ამოავლეთ კვერცხის გულში, შემდეგ კი – საფანელში. ასევე ამ უკანასკნელის ნაცვლად შეგიძლიათ გმაოიყენოთ დაფქული ნიგოზი ან არაქისი.

საცხობ ფორმას ფოლგა დააფარეთ. კოტლეტები მასზე გადაიტანეთ და 180 გრადუსზე, 30 წუთის განმავლობაში აცხვეთ. ამ დროის განმავლობაში უგემრიელესი სოუსი მოამზადეთ: კვერცხის გულს დაუმატეთ 50 გრამი კარაქი, 3 ს/კ წყალი, მარილი და პილპილი. სოუსი წყლის აბაზანაზე ამზადეთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: tafamwvari, kvercxi, kverckhi, tafamtsvari, kvercxi shotlandiurad, კვერცხი, კატლეტი, კოტლეტი, kotleti, katleti ნანახია: 852 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]