Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღუმელში შემწვარი ქათმის კატლეტები / ghumelshi shemtsvari qatmis katletebi
2017-09-09, 4:10 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქათმის ფარში - 700-800 გ
ხახვი - 2-3 თავი
თეთრი პური - 100 გ
რძე - 100 მლ
არაჟანი - 3-4 ს/კ
ტომატპასტა - 1,5-2 ს/კ
მარილი
შავი პილპილი
პაპრიკა
ხმელი სუნელი

მომზადების წესი:
გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააბლენდერეთ რძეში დამბალი, შემდეგ კი გაწურული პური და ხახვი.
დაუმატეთ ხორცის ფარშს, შეკმაზეთ მარილით, პილპილითა და პაპრიკით გემოვნებით და კარგად აურიეთ.
წაუსვით ღუმელის ფირფიტას ზეთი, დაისველეთ ხელები ცივ წყალში და გააკეთეთ ფარშისგან კატლეტები.
დაალაგეთ ფირფიტაზე.
შეწვით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის დანმავლობაში.
ამასობაში მოამზადეთ სოუსი: არაჟანში აურიეთ ტომატპასტა, ხმელი სუნელი, პაპრიკა და მარილი.
თუ სოუსი ძალიან სქელი გამოვიდა, შეგიძლიათ გაათხელოთ ცოტაოდენი წყლით.
მოასხით კატლეტებს მიღებული სოუსი და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 20-25 წუთი.
გემრიელი, ნაზი და დაბრაწული კატლეტები მზად არის.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: katleti, კატლეტი, momzadeba, katletebi, კოტლეტი, shemtsvari qatami, შემწვარი ქათამი, kotleti, shemwvari qatami, kerdzi ნანახია: 1392 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]