Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ადვილად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი შოკოლადის ნამცხვარი / gemrieli shokoladis namckhvari
2014-04-18, 0:45 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კარაქი - 150 გრ
შაქარი - 100 გრ
შოკოლადი - 100 გრ
კვერცხი - 3
კაკაო 50 გ
რძე - 160 გრ
ფქვილი - 170 გრ
სოდა - 1/3 ჩ.კ.
მარილი - მწიკვი
მინანქარი:
შოკოლადი - 100 გრ
კარაქი - 50 გრ

მომზადების წესი:
ღუმელი 180 გრადუსზე გავახუროთ. საშუალო ზომის ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი.

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი და კარაქი. დავამატოთ შაქარი, რძე და კაკაო. გადმოვდგათ და კარგად ავურიოთ.

სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები, ბოლოს კი გაცრილი ფქვილი და სოდა შევურიოთ მარილთან ერთად.

ჩავასხათ ცომი ფორმაში. შეგვიძლია დავამატოთ კურკაგამოცლილი გაყინული ალუბლები ან სხვა ხილი. გამოვაცხოთ დაახლოებით 40 წუთი.

მინანქრისთვის შოკოლადი და კარაქი ორთქლზე გავადნოთ, გავაგრილოთ და მოვასხათ ნამცხვარს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: შოკოლადის ნამცხვარი, namcxvari, tortebi, momzadeba, martvi, advili, shokoladis namckhvari, gemrieli, namcxvrebi, ioli ნანახია: 3401 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]