Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხორცის უგემრიელესი ღვეზელი კვერცხით / khorcis ugemrielesi ghvezeli kverckhit
2017-10-08, 1:54 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
50 გრ. ცოცხალი საფუარი
100 მლ. რძე ან წყალი
75 გრ. შაქარი
3 კვერცხი
120 გრ. კარაქი
50 მლ. ზეთი
1/4 ჩაის კოვზი მარილი
500 გრ. ფქვილი
გულსართი:
300 გრ. მოხარშული ფარში
2-3 ხახვი
1 კვერცხი

მომზადების წესი:
მე ყოველთვის ცოცხალ საფუარს ვიყენებ, ცომი ბევრად უკეთესი გამოდის ხოლმე. თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ 15 გრ. მშრალი საფუარი. დაალბეთ თბილ წყალში ან რძეში, დაუმატეთ ერთი ჩ.კ. შაქარი და დატოვეთ 15 წუთი. შემდეგ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ცომის მოზელვა. ცოცხალი საფუარის გამოყენებისას უნდა ჩააფშხვნათ ჯამში, დაუმატოთ ერთი ს.კ. შაქარი და კარგად მოურიოთ. შემდგომ დაამატოთ თბილი წყალი ან რძე. ოპტიმალური ტემპერატურა - 37-38 ºС. გაცერით დაახლოებით ერთი ჭიქა ფქვილი, კარგად მოურიეთ და დატოვეთ თბილ ადგილას 15-20 წუთით.
სანამ ცომი ამოდის მოამზადეთ დარჩენილი ინგრედიენტები - გაალღვეთ კარაქი, ათქვიფეთ შაქარი და 3 კვერცხი. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს თბილი. დაუმატეთ ამოსულ ცომში და კარგად გადაზილეთ. შემდგომ, ნელ-ნელა დაამატეთ დარჩენილი ფქვილი. აუცილებლად გაცერით. ბოლო ეტაპზე დაამატეთ დარჩენილი ფქვილი, ზეთი და მარილი. ცომი არ უნდა იყოს წებოვანი ან ძალიან სქელი. მნიშვნელოვანია, რომ მარილი და ზეთი დაუმატოთ ბოლოს, სხვა შემთხვევაში ცომი უფრო რთულად ამოვა. კარგად მოზილეთ ცომი, მოათავსეთ ზეთიან ჯამში, გადააფარეთ ნაჭერი და დატოვეთ დაახლოებით 15-20 წუთით.
მოამზადეთ გულსართი. წვრილად დაჭერით და მოთუშეთ ხახვი, დაუმატეთ ფარში და გააგრძელეთ თუშვა. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანილი ან მოხარშული კვერცხი. მთავარია არ დაგავიწყდეთ ხახვი, წინააღმდეგ შემთხვევაში ღვეზელები მშრალი და უგემური გამოვა. როდესაც ცომი ამოვა, ამოიღეთ ჯამიდან და დაიწყეთ პატარა ბურთების ფორმირება. მოაყარეთ ფქვილი. მოათავსეთ ერთი ს.კ. გულსართი თითოეული ბურთის გულში და მოუკარით კიდეები. მოათავსეთ ნაკეცით ქვემოთ და დადგით თბილ ადგილას 10-15 წუთით. გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსამდე და შედგით ღვეზელები დაახლოებით 25 წუთით. შემდგომ გამოიღეთ, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შედგით კიდევ 5-7 წუთით 180-200 გრადუსზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ხორცის ღვეზელი, gvezeli, xorci, kvercxi, recepti, kulinaria, ghvezeli, კვერცხი, khorci, kverckhi ნანახია: 1123 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]