Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბოლონიური ტოსტი / boloniuri tosti
2013-04-06, 3:25 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 საშუალო ზომის წვრილად დაჭრილი ხახვი
2 დაჭყლეტილი ნივრის კბილი
1 ს/კ წვრილად დაჭრილი ნედლი ოხრახუში
250 გრ ძროხის მჭლე ხორცი (დაკეპილი)
2 ს/კ ტომატი
400 გრ პომიდორი (დაჭყლეტილი)
60 მლ თეთრი ღვინო
1/4 ჩ/ჭ გახეხილი პარმეზანი (ყველის სახეობა)
ნედლი ოხრახუში მოსართავად

მომზადების წესი:
ტაფაზე ზეთი გავაცხელოთ, ხახვი ჩავყაროთ და 4 წთ საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ, სანამ დარბილდება. ნიორი და ოხრახუში დავამატოთ და 2 წუთი კიდევ ვადუღოთ. ჩავამატოთ ძროხის ხორცი და 5 წთ. ვშუშოთ, სანამ ხორცი წყალს არ დაიშრობს და ცოტათი შეიბრაწება. დავამატოთ ტომატი და კიდევ 2 წთ. ვშუშოთ. შემდეგ გემოვნებით დავამატოთ პომიდორი, თეთრი ღვინო, რეჰანი, მარილი და პილპილი. მიღებული მასა დაახლოებით 30 წთ. ნელ ცეცხლზე ვადუღოთ, სანამ სოუზი შესქელდება. პურის რგოლები გავაფიცხოთ და ხორცის მასა ზომადან დავაყაროთ, მოვაყაროთ პარმეზანი. წინასწარ გახურებულ ღუმელში 4-5 წთ. გავაცხელოთ, სანამ ყველი დადნება. ოხრახუშით მოვრთოთ და სუფრაზე მაშინვე მივიტანოთ. მსგავსი ტოსტი მომზადდება მწვანე ბულგარული წიწაკით, დაჭრილი პომიდვრითა და გახეხილი სტაფილოთი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tomati, kulinaria receptebi, dzrokhis mchle khorci, ბოლონიური ტოსტი, boloniuri tosti, ძროხის მჭლე ხორცი, თეთრი ღვინო, ზეითუნის ზეთი, dzroxis mchle xorci ნანახია: 1365 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]