Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » სასმელები

გლინტვეინი / glintveini
2014-04-25, 1:06 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 ცალი ფორთოხალი
2 x 750მლ წითელი ღვინო
750მლ თეთრი ღვინო
1 ცალი 7სმ სიგრძის ახალი კოჭა(ჯანჯაფილი)
3 ჩხირი დარიჩინი
1/2 ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი
1/3 ჭიქა (60გ) ყავისფერი შაქარი, უფრო მეტი -გემოვნებით

მომზადების წესი:
1). ბასრი დანით ან ბოსტნეულის სათლელით ფორთოხალს ფრთხილად მოაცილეთ კანი ზოლებად. შემდეგ დიდ და ღრმაძირიან ქვაბში ჩაწურეთ მათი წვენი.
იმავე ქვაბში ჩაასხით წითელი და თეთრი ღვინო. შემდეგ ჩაუმატეთ ფორთოხლის კანის ზოლები, გათლილი და თხლად დაჭრილი კოჭა, დარიჩინის ჩხირები, მიხაკი და ყავისფერი შაქარი. მოურიეთ შაქრის გასალღობად.

2). ქვაბს დააფარეთ თავსახური და გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე, ოღონდ არ აადუღოთ! დაუწიეთ ცეცხლს და დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ ქვაბი 1 საათით, რომ კარგად შეზავდეს ღვინო. უფრო მეტი სიტკბოებისთვის შეგიძლიათ გემოვნებით ჩაუმატოთ ყავისფერი შაქარი. ბოლოს გადაწურეთ და გადაანაწილეთ ჭიქებში.

3). ჭიქები შეგიძლიათ გააფორმოთ ფორთოხლის ნაჭრით.

მიირთვით ცხლად, დატკბით და გათბით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: სასმელები | დაამატა: InterestingSite | ტეგები: glintveini, წითელი ღვინო, გლინტვეინი, tetri gvino, witeli gvino, თეთრი ღვინო, citeli gvino, tetri ghvino, tsiteli gvhvino, sasmelebi ნანახია: 1804 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]